მიხეილ სააკაშვილი -ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში

ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ, ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მთავარია აქ გაპროტესტება.

„ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას, გარდა ყველაფრისა, ახალი დანაშაულების ჩადენისთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ რეაგირებას შეიძლება დასჭირდეს წლები.

მთავარი აქ აქტიურობა და აქ მასიური გაპროტესტებაა და არა მხოლოდ უცხოეთის დალოდება. უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს თუ ამასობაში აქ გავამძაფრებთ აქტიურობას, უფრო ჩქარა დადგება შედეგი ქვეყნის გარეთაც.

ასე რომ, ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა ეს შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ.

ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება“,-წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა
შემდეგი სტატია“საბჭოთა კავშირში დაბრუნება” – რას ამბობენ პროფესორები უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების შეცვლილ წესზე?!