„მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა იქნას კლინიკაში გადაყვანილი, რათა შემცირდეს შემდგომი გართულებების რისკი“- გიგი წერეთელი

„რაც უფრო დროულად მოხდება მისი გადაყვანა მით უფრო შემცირდება შემდგომი გართულებების რისკი“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას.
„მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ადეკვატურად არ ფასდება იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი სტრესის ქვეშ არის, რომელიც მეოცე დღეა შიმშილობს, რომელიც არ არის ახალგაზრდა ასაკში და აქვს თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მთლიანობაში ძალიან მაღალ რისკებს ქმნის ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, მე დარწმუნებული ვარ, რომ კონსილიუმების და ბევრი სჯა -ბაასის დრო არ არის ნამდვილად. რაც უფრო დროულად მოხდება მისი გადაყვანა ,მით უფრო შემცირდება შემდგომი გართულებების რისკი. ვერავინ, ვერცერთი ექიმი, რომელიც მონაწილეობს კონსილიუმებში, ვერ მისცემს გარანტიას, რომ მომდევნო დღეებში რამე არ გართულდება და მძიმე სურათს არ მივიღებთ. მე ვიცი მისი პირადი ექიმის კომპეტენცია, რა თქმა უნდა, ვენდობი სხვის აზრსაც, მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ ახლა ძალიან დროულად, სასწრაფოდ არის გადაწყვეტილება მისაღები. კარგია, რომ სააკაშვილი სამედიცინო დახმარებაზე თავად უარს არ ამბობს ან მედიკამენტის მიღებაზე, მაგრამ ახლა, ამ მდგომარეობაში მისი საპატიმროში ყოფნა, ყოველდღიურად ძალიან დიდი რისკის საშიშროებას ქმნის მდგომაროების დასამძიმებლად. ეს უნდა იქნა გათვალისწინებული და არანაირი პოლიტიკური მოტივი არ უნდა არსებობდეს, ყველანაირი დროის გაწელვა ხელისუფლების მხრიდან , დაუშვებელია.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიცოტნე კობერიძე: დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი“ აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს დროებით
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე: „როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდვება“