მიხეილ სააკაშვილი – დიქტატურის როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი, ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ზიგზაგები ახასიათებს

ბევრი შეცდომით მადანაშაულებს, რომ ივანიშვილი მე ჩამოვიყვანე, პრეზიდენტი როდესაც გავხდი, ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი საყვედურობს, რომ 2012-ში რუსული ძალა არ შეაჩერა.

„მინდა, ამ ადამიანებს ვუპასუხო, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა, თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით. ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი. ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები. კიდევ ერთი – ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი. პრეზიდენტი როდესაც გავხდი, ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა – ეტყობა ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან
შემდეგი სტატია“საქართველოში ერთადერთი კოალიციური თვითმმართველობა, მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილის სულისკვეთებას” -წალენჯიხის მერია