11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი – დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ

ვაკვირდები ამ სტუ/თსუ-ს საცოდაობას, საბჭოთა ტიპის შეკრებებს, კონფორმიზმს და ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად უფრო რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს ასახელებს.

„ახლა ამათ როგორც კი მოვიშორებთ, პირველ საკითხად დავაყენებ დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს – საბჭოთა აგენტების და დამსმენების არქივში არსებული სიის გამოქვეყნებას, სკოლებში ცალკე საგნის შემოღებას საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზე და ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხზე (ასეთი კანონები ცენტრალურ ევროპაში მოქმედებს). რა თქმა უნდა, ამ ქონებების 99% კერძო საკუთრებაშია, მაგრამ, მაგალითად, სარაჯიშვილის და სხვა მაშინდელი ბიზნესმენების შთამომავლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია სახელმწიფოსგან გონივრულ ფარგლებში, ეს ისტორიული სამართლიანობისთვის აუცილებელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა – რუსეთი ან თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ფსონს დებს ომზე
შემდეგი სტატიაჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები განათლების მინისტრს 6 თებერვალს შეხვდებიან – „დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“