მიხეილ სააკაშვილი: დღევანდელი დღე მინდა მივულოცო გიორგი ანწუხელიძის შვილებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმამიხეილ სააკაშვილმა   მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ვარშავის აჯანყების მუზუმიდან მიულოცა. მან ქართველის ოფიცრების ძეგლი ყვავილებით შეამკო. 

 

“მინდა მოგილოცოთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ახლა ვიმყოფებით ვარშავის აჯანყების მუზეუმში სადაც არის ძეგლი ქართველი ოფიცრების. ეს ქართველი ოფიცრების ძეგლი გაიხსნა პრეზიდენტ კაჩინსკის ინიციატივით 2005 წელს. მე და მან ერთად გავხსენით და ეს არის ერთადერთი უცხოელი ოფიცრების ძეგლი რომელიც არსებობს ამ მუზეუმში. ეს არის მართლაც დიდი პატივცემულობის გამოხატვა პოლონელების ქართველების მიმართ. ვინ იყვნენ ეს ქართველები. ესენი იყვნენ ისინი, ვინც 1921 წელს ებრძოდნენ ბოლშევიკებს და შემდეგ როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო.

პოლონეთის იმ დროინდელმა ლიდერმა საოფიცრო იგივე წოდებები მისცა მათ და მთლიანად ინტეგრაცია გაუკეთეს მათ პოლონეთის არმიაში. პოლონეთის გენშტაბის უფროსი გახდა გენერალი სუმბათაშვილი, იყო ბევრი ოფიცერი და ეს ხალხი იბრძოდნენ აქაც საქართველოსთვის, მათი იდეა იყო საქართველო აქაც. ეს არის იმ ხალხისთვის როცა კითხულობენ აბა უკრაინაში რას აკეთებს. როცა შენ ქვეყანაში არ გაყენებს, შენი ქვეყნისთვის იბრძვი სადაც საბძოლველია. ამიტომ ჩვენი მებრძოლები ამიტომ იბრძვიან უკრაინაში, მეც ამიტომ წავედი უკრაინაში. მაგრამ ჩვენ გულში ყოველთვის არის საქართველო.

მინდა მივულოცო დღევანდელი დღე გენერალ დევი ჭანკოტაძეს, ეს არის ის ადამიანი ვინც იბრძოდა აფხაზეთის ომში, 2008 წელს მისმა გმირულმა ქმედებებმა მათ შორის, გადაარჩინა საქართველოს დედაქალაქი. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო გიორგი ანწუხელიძის შვილებს, მე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ვალერი რობაქიძეს, ამ კაცმა ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი, რომელიც მოდიოდა თბილისის დასაბომბად და ეს არის ის კაცი რომელსაც მტრის დავალებით შეუგდეს ბესელიას რაღაც კადრები და ახლა გაქცეულია.

იძულებული გახდა ოჯახთან ერად დაეტოვებინა საქართველო და მშიერ-მწყურვალი იმყოფება მარტოდმარტო ევროპაში და ნუ მინდა რობაქიძეს ვუთხრა რომ ყველაფერი შეტრიალდება და საქართველო დადგება. მე მინდა ვუთხრა ყველას. ის ხალხი ის რეჟიმი, რომელიც ვალერი რობაქიძისნაირ ადამიანებს ერჩის, არ არის პროქართული, ის არის გასაგებიცაა ვისი ინტერესების გამომხატველია,”-აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა გულნარა ჩაფიძე და ნოდარ ნათაძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაკოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს