მიხეილ სააკაშვილი: დავანგრევთ ივანიშვილის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავაც და სხვა პოლიტპატიმრებიც.

ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს. და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

იდეალურ პოლიტიკურ სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება მიღება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემისა.

ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალების სვლა ”
საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა

banner
წინა სტატიაშიფასილიტატორი დიპლომატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმების ტექსტს ავრცელებს