მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები – წულუკიანი

“მიხეილ სააკაშვილი კანონიერ სასჯელს იხდის და საუბარი ვერ იქნება მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, საუბარი ვერ იქნება სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე, მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე:

“მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ქართული სასამართლოს მიერ ცნობილი კრიმინალები, ეს დადასტურებულია სხვადასხვა განაჩენით. მიხეილ სააკაშვილი უკვე იხდის და მოიხდის კანონიერ სასჯელს, რომელიც მას დამოუკიდებელმა ქართულმა სასამართლომ შეუფარდა. შესაბამისად, აქ საუბარი ვერ იქნება ვერანაირ სასჯელის მოხდის პროცესში წყვეტაზე და მის სადმე წასვლაზე ან გადაცემაზე“, – თქვა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება