მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები კიევში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ

აქციის მონაწილეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათ ხელსისუფლების აქტიური ქმედებებისგან თავის დაცვა მოუხდებათ. ამის შესახებ განაცხადა პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი რადის წინ კარვების ქალაქში გამართულ მიტინგზე.
“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდასხმის მოგერიებისთვის და შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდეთ… ახლა პოროშენკო საათებს ითვლის. ჩვენ გვაქვს ბრძოლა მოკლე დისტანზიაზე. დრო ახლა მასზე არ მუშაობს, არამედ ჩვენზე”,- აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევში უნდა გაიმართოს საპროტესტი მარში, რომელიც სამჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე 3 დეკემბერს გამართული მსვლელობა. მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიანი პროტესტის წარმატების იმედი აქვს.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს კიევში უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ მისმა მომხრეებმა სამართალდამცავებთან შეტაკების შემდეგ გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიოს აშფოთებს…
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროში მაღალი რანგის ჩინოვნიკებს უჩივის