მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე, ქართულმა ოპოზიციამ ნიჰილიზმი უნდა დაძლიოს.
სააკაშვილი განცხადებაში რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ვითარებას უსვამს ხაზს და მას გამარჯვების წინაპირობად მიიჩნევს.
„ახლა უკრაინის გამარჯვებების, უნგრეთსა და სომხეთში რუსების დამარცხების, ევროპისა და ამერიკის გააქტიურების ფონზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დამარცხებულის მენტალიტეტზე და გადავეწყოთ გამარჯვების ტალღაზე“, — წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, მომავალ თავისუფალ არჩევნებში ქართველი ხალხი და განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ ერთობლივად გაიმარჯვებენ.














