მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას

ჩვენ გვაქვს საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მე დავტოვე და რიჩარდ ლუგარის ცენტრი,
რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა, რომელიც საქართველოს ქმნის უფრო დაცულად, ვიდრე დაცულია რეგიონის ნებისმიერი სხვა ქვეყანა.
ახლა ამ სისტემაში არის პრობლემები, პრაქტიკულად ბევრი საავადმყოფო ჩვენს მიერ დატოვებული არის დარჩენილი რესურსებისა და მათი პერსონალი არის
დარჩენილი ხელფასების გარეშე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გასტუმრებული იქნას მათი დავალიანება… მოძებნილი იქნას ახალი ლოკაციები დაავადებასთან საბრძოლველად და სასწრაფოდ მოხდეს დატრეინინგება სამედიცინო პერსონალის.
მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ჩვენ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ამ დაავადებას.
ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას.
ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის… საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყოს ჰიგიენურად დამუშავებული
შემდეგი სტატიასაქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით ემზარ საბანაძემ საგანგებო შეხვედრა გამართა