მიხეილ სააკაშვილი: ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ

ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ, რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ სიბინძურეს ვუპასუხებთ ორგანიზებით, არშეშინებით (მათ ჩვენი შეშინება სურთ) და არჩევნებში მასიური მონაწილეობით. ხოლო არჩევნების მოპარვის მცდელობას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით. ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ! რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ. სიღარიბე, დამცირება და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს!“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ხურმა ხეზე ლპება
შემდეგი სტატიამამუკა წოწერია: 30 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება ღირსეული და „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს