,,ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა ორი დრონით გამიზნულად დაარტყა ნახიჩევანის აეროპორტს აზერბაიჯანში”,– წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, ირანში ცხოვრობს მინიმუმ სამჯერ მეტი აზერბაიჯანელი ვიდრე აზერბაიჯანში.
,,ხამენეიც აზერბაიჯანელი იყო. ეს აზერბაიჯანელები ძირითადად ძალიან ინდოქტრინებულები არიან და არ არიან აზერბაიჯანის მიმართ კეთილგანწყობილი. შესაბამისად აზერბაიჯანს საერთოდ ჩაკეტილი აქვს საზღვარი ირანთან.
როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ირანის ნაწილი დაიპყრო, იქ შექმნა ობკომი ილჰამ ალიების ბაბუის (ჰეიდარის მამის) ხელმძღვანელობით. ესეც ახსოვთ ორანელებს.
გარდა ამისა აზერბაიჯანს დიდი ხანია მჭიდრო ურთიერთობა აქვს ისრაელთან და ბოლო ხანებში აშშ-სთან, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად არ ამართლებს არაპროვოცირებულ ირანულ თავდასხმას. ჩემი სოლიდარობა აზერბაიჯანს!
ასევე ირანმა მოახერხა ჩინეთის წყობიდან გამოყვანა, მას შემდეგ რაც დაბლოკა ნავთობის ტანკერების მოძრობა ორმუზის სრუტეში. ჩინეთი იმუქრება ფლოტის გაგზავნით და ირანის წინააღმდეგ მოქმედებით თუ ეს უკანასკნელი არ შეწყვეტს უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიის საბოტაჟს.
ამ რეჟიმს გადარჩენის შანსი არ გააჩნია, თუმცა მისი აგონია შეიძლება მრავალი თვე გაგრძელდეს”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
















