22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი – ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ეხმაურება.

მესამე პრეზიდენტი თანაგუნდელებს მაღალ ინტელექტუალურ დონესა და გაბედულებას უწონებს, მმართველ გუნდს კი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტია დიდი ბრძოლებისთვის ემზადება.

„ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა. უმაგრესმა ხალხმა მოიყარა თავი, ჩვენ გვყავს ლამაზი, გონიერი და გაბედული წევრები. აბა, შეადარეთ ჩვენების ინტელექტი და საერთო დონე, ივანიშვილის მონების ჰაბიტუსს და აზროვნების დონეს.

თინამაც ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა, მას მადლობა ბოლო ორი წლის მუშაობისთვის.

ახლა ჯერი არის ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს გამოცდილ მებრძოლებზე, ნანუკაზე [ჟორჟოლიანი] და რეფორმატორთა საბჭოზე. ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით და ვემზადებით დიდი ბრძოლებისთვის.

ძალა ერთობაშია!“, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, ვიმუშაოთ პარტიის რეფორმებსა და გაძლიერებაზე” -ანა წითლიძე
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ჩემთვის მთავარი არის, იყო და იქნება ბრძოლა, ღირსება და პრინციპები