„მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში წარმატებით დაასრულებს“

ზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც

ოლიგარქიული მმართველობა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ძალიან მალე დასრულდება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაწყებულ ბრძოლას წარმატებით დაასრულებს.

“დღეს თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, ხმამაღლა გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც კიევში ვითარდება. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას ხმამაღლა შევახსენოთ, რომ ოლიგარქიული მმართველობა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ძალიან მალე დასრულდება. დღეს ჩვენ საქმე ოლიგარქიულ შეთანხმებასთან გვაქვს. ეს შეთანხმება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა. მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაიმარჯვა. გაიმარჯვა არა იმ დროს, როდესაც ის უკრაინელმა ხალხმა ავტომანქანიდან გაათავისუფლა, არამედ მაშინ, როდესაც ის დააკავეს. მაშინ ის უკვე გამარჯვებული იყო. პოროშენკო ფაქტია, რომ ვაბანკზე წავიდა და ყველაზე უგუნური ნაბიჯი გადადგა. მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას როგორც უკრაინაში ისე საქართველოში წარმატებით დაასრულებს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული აქცია ამ წუთებში კანცელარიისკენ მსვლელობით იწყება. უდუმაშვილის თქმით, მათი სამომავლო გეგმები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთმა დაინახა, რომ ძალით ვერაფერს დაგვაკლებს და გადაწყვიტა, შიგნიდან მოახდინოს დესტაბილიზაცია”
შემდეგი სტატია“მთხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა” – დეკანოზი მამალაძე