საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_ ჯერ იყო და 2014-ში 10 ქვეყნის ყოფილი გენპროკურორი ჩამოიყვანეს ჩემი ფულის საპოვნელად და ვერაფერს მიაკვლიეს, მერე მერაბიშვილი გაიყვანა ფარცხალაძემ საკნიდან თვალახვეული და სთხოვდნენ ჩემი უცხოური ანგარიშების ნომრებს (რაც არ არსებობდა რას მისცემდა), მერე მთელს მსოფლიოში დამდევდნენ ტელეკამერებით, იქნებ ასე მაინც აღმოეჩინათ რამე და დარჩნენ პირში ჩალა გამოვლებული.
და ბოლოს კრიმინალ და რუსეთის აგენტ ფარცხალაძის მიერ წარდგენილი ბრალით დავიდნენ უკრაინის პრეზიდენტის აბანოთუბნის მექისის მომსახურებისთვის, დონალდ ტრამპის ბათუმში კლუბში წაყვანის ხარჯებამდე და მიადგნენ ჩემს ერთადერთ ქონებას ყვარელში, 75 კვ. მეტრი ფართობის სახლს, რომელსაც ახლა საჩვენებლად მართმევენ.
რა სახლის წართმევა, სამშობლოს გვართმევენ…

















