მიხეილ სააკაშვილი: არასდროს დასცინოთ იდეალისტებს, ისინი ამოძრავებენ მსოფლიოს

მე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება:

“როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 წელს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ ევროპის დროშა აღვმართე, ჩემს ამ ნაბიჯს პრაქტიკულად, ყველა პოსტსაბჭოთა სივრციდან და ბევრი ევროპელიც ცინიკურად მოეკიდა. 2008 წლის რუსულ აგრესიაზე პასუხმა გააჩინა ბევრი პერსპექტივა და დღეს, საქართველომ უკვე ევროკავშორთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მიაღწია, საბოლოოდ კი, უვიზო რეჟიმს. არასდროს დასცინოთ იდეალისტებს, ისინი ამოძრავებენ მსოფლიოს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა უკრაინელი შეძლებს უვიზოდ მოგზაურობას ევროპაში” წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიკოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის
შემდეგი სტატიაქვეყნები, რომლებშიც წასვლას შეძლებთ