მიხეილ სააკაშვილი: არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება

„ჩემი აზრით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გააკეთოს პრაიმერისი. ყველა დანარჩენთან ერთად უნდა შეთანხმდნენ პრაიმერისის წესებზე,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ენმ-მ ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს.

„არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება, ამაში ვარ დარწმუნებული,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გაერთიანებას ვხედავ სრულიად ახალგაზრდებთან. ნაციონალური მოძრაობას შეუძლია კატალიზატორის როლი ითამაშოს მაგრამ მარტი ვერც ნაციონალური მოძრაობა შეძლებს. წინა არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი შანსი გამარჯვების. პროტესტი რატომაც არ მოყვა ვიცით რაც იყო, მოხდა განხეთქილება. ჩვენთან შეიქმნა სისტემა როცა ივანიშვილი არჩევნებით აღარ წავა, თავს ნუ მოვიტუიებთ. თუ ასე გაგრძელდა მომავალ არჩევნებამდე აღარ იქნება არც რუსთავი 2და არც სხვა ალტერნატიული წყარო. ააწყო სისტემა ფულის დარიგების, ოლიგარქები ყველგან ერთნაირად მოქმედებენ“ – აცხადებს სააკაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ ვის მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობაში სააკაშვილი ამბობს, რომ ,,ყველას, გარდა ღიად რუსეთის აგენტებისა“.

„ის ხალხი, ვინც არის ევროპულ საქართველოში, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი იქ არის, ბრმა არ ვარ, გარდა იმისა, ვინც პირდაპირ აიღო ფული და გაყიდა,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ პრორუსული ძალების გარდა, სხვა პარტიებტან უნდა ითანამშრომლონ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპულ საქართველოში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთაც ივანიშვილისგან ფული არ აუღიათ.

„ნამდვილად, იქ იყო გარიგებაც, ფულიც, სიხარბეც, ბოღმაც და ყველაფერი ერთად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის კარგი ხალხი. იმ ხალხს მაქსიმალურად უნდა ხელის შეწყობა. გაერთიანებაში მათი შემოყვანა მომავალში აუცილებლია, ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის ჩამოშორება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა
შემდეგი სტატიაელოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილისგან შეწყალებას