მიხეილ სააკაშვილი: მე არ მჭირდება ჰოლანდიური ვიზა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს მოწვევა ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან, თუმცა აპირებს ბოლომდე დაიცვას თავისი უფლებები უკრაინაში.
“მე არ მჭირდება ჰოლანდიური ვიზა..ჯერ ერთი, უკვე ვიყავი დასავლეთში და ნებისმიერ დროს შემიძლია გავემგზავრო ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში”,- აღნიშნა მან ტელეარხ “NewsOne”-ის ეთერში 21 დეკემბერს საღამოს.
“მე მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან მოქალაქეობაზე და არა ვიზის მიღებაზე, ამ ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსებისგან. მე გამაჩნია ავტომატური უფლება ჰოლანდიის მოქალაქეობაზე, რადგან ჩემი ოჯახი არის ჰოლანდიიდან. მაქვს სამუშაო მოწვევა ამერიკაშიც და ევროპაშიც. ამიტომ ეს პრობლემა არ მაწუხებს. შემიძლია გავემგზავრო ნებისმიერ დროს”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის აპირებს დაიცვას საკუთარი უფლებები უკრაინაში. “არ იქნება არავითარი პროვოკაციები. ვიმოქმედებთ მშვიდად”,- ზახი გაუსვა მან.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Интерфакс-Украина”.
21 დეკემბერს სააგენტო „Telegraaf“-მა გაავრცელა ცნობა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე ვიზა გასცა.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვიზა მიიღო „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე, რადგან იგი დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ძალით გაარღვია, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია ,,მას არაფრის არ ეშინია,, უკრაინელი პოლიტოლოგი სააკაშვილზე