მიხეილ სააკაშვილი აპირებს 26 დეკემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის სამმართველოში გამოცხადებას

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამა წლის 26 დეკემბერს დაიბარეს ეროვნული უშიშროების სამსახურის სამმართველოში. ამის შესახებ სააგენტო “Интерфакс-Украина”– ს განუცხადა მისმა ადვოკატმა პავლე ბოგომაზოვმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აპირებს დაკითხვაზე გამოცხადებას.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის სამმართველოში დაბარებული იყოს 22 დეკემბერს, თუმცა მისმა ადვოკატებმა იშუამდგომლეს დაკითხვის გადატანის შესახებ, რადგან პოლიტიკოსის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა სწორედ ამ დღისთვის.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი ადანაშაულებს რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში