მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს – ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე

მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.

სააკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და ე.ი გამარჯვებული ხვალის იმედი.

გთხოვთ, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა დავიცვათ ხმები. ივანიშვილს უნდა რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს, თქვეს ხელშია ახლა საქართველოს ბედიც და ჩემი ბედიც.

მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების; ჭრილობების მოშუშებისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვილისა და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში„ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება ვინც უნდა ის შემოუშვას, თუმცა, ამავდროულად ეს არის ხელისუფლების ინდიკატორი“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ევროპულ უსაფრთხოებაზე ონლაინ კონფერენცია გაიმართა