მიხეილ სააკაშვილი: ამოიგდეთ თუ შეიძლება თავიდან ეს დესტრუქციული აზრები ჩემს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით

“22 ივნისისთვის ორი მოწვევა მივიღე.
ერთი მსოფლიო ბანკისა და ტანზანიის ხელმძღვანელობისგან კორუფციასთან ბრძოლის კონფერენაიცაზე დარ-ეს სალამში, სადაც მე უნდა წარვადგინო მთავარი ანგარიში და გავუზიარო ტანზანიის ხელმძღვანელობასა და აფრიკის სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ჩემი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეცეპტი.
მეორე კი ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე ბრიუსელში.
სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ პოროშენკო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართალს. ეტყობა პრეზიდენტი ძალიან ღელავს იმის გამო, რომ ბრიუსელის სამიტზე მე და მას ერთ მაგიდასთან მოგვიწევდა დაჯდომა. სწორდ ამიტომ გადაწყვიტა ჩემი შეშინება, რომ არ გავემგზავრო.
მე თავიდანვე არ მსურდა ბრიუსელში გამგზავრება და გავემგზავრე აფრიკაში. ასე, რომ პეტრე ალექსის ძევ, თქვენ როგორც ჩანს ვაშინგტონის ნერვიული მოგზაურობის შემდეგ დამატებით სანერვიულო არ გექნებათ ჩემი მხრიდან! მე არ გაგიფუჭებთ განწყობას ბრიუსელში, რადგან 11 000 კმ-ის დაშოებით ვიქნები თქვენგან. ამოიგდეთ თუ შეიძლება თავიდან ეს დესტრუქციული აზრები ჩემს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მე მაინც დავბრუნდები კიევში და არა იმიტომ, რომ რაიმე დაგიმტკიცოთ, არამედ ვიბრძოლო უკრაინისა და უკრაიენლი ხალხის გამარჯვებისთვის!”-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“პატრიარქს სიტყვას აწყვეტინებდნენ”- მამა გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო დატოვა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “პრეზიდენტი წავა და მეფე მოვა ,,ტურფასა საბაღნაროსა”