მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია

ბებიაჩემი მზია წერეთელი

აშშ-ის მხრიდან, სანქციების დაწესებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის სანქციები ამერიკას ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია:

“ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!
მნიშვნელოვან მომენტში, 2008 წელს აშშ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ჩაერთო, ახლა კიდევ უფრო საშიში მომენტი გვიდგას და ამერიკა ისევ გვეხმარება.
ოღონდ უნდა გვახსოვდეს, ამ დახმარების ეფექტურობა და განგრძობადობა ჩვენი საზოგადოების შემდგომ აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამერიკელები იცავენ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებსაც უკეთესი ბედისთვის ბრძოლის მკვეთრად გამოხატული სურვილი აქვთ.
ასევე, თუ კარგად დავაკვირდებით, ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკულება: პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში
შემდეგი სტატია“ჩემი კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ” -შაჰინი