მიხეილ სააკაშვილი: ამ მასშტაბის საფრთხე არც პატარა ქვეყანას, არც დიდს არ შეუძლია, აიტანოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი პატარკაციშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან მის ურთიერთობებზე კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი ასევე იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან ითხოვდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს საქართველო დაეტოვებინა.

„მეუბნებოდა, რომ ბადრი არის ძალიან საშიში, სულ იძახდა, რომ საშიშია. ითხოვდა, რომ ხლაპუშკა აუფეთქეთ ერთი-ორიო, მანქანის მარშრუტზეო, ან ჩაუდეთო მანქანის ქვეშო, რომ შეეშინდეს და წავიდეს ქვეყნიდანო. ადამიანი ამას რომ გეუბნება, მას აქვს კრიმინალის ფსიქოლოგია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანიშვილი მის ზარებს უკვე აღარ პასუხობდა.

„მერაბიშვილის მეშვეობით გადმომცა, რომ მიშამ რაღაცაზე გამაბრაზაო, შარი მომდო. ამიტომ მე აღარ ვაპირებ მასთან საუბარსო. საუბარი იყო იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი დიდი დოყლაპიობა… უნდა მოგვეკიდა ქეჩოში ხელი და გაგვეშვა ქვეყნიდან. როცა უკვე პოლიტიკური გააკეთა, უფრო ადრეც უნდა გაგვეშვა, ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, საერთოდ არ იხდიდა გადასახადებს და მეორე, ეს იყო კაცი, რომელიც იყო რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობა შევარდნაძისგან ჰქონდა მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, ჰქონდა მიღებული არალეგალურად. მე არასდროს არ ვიყავი მომხრე ციხეში ჩასმის, ამიტომ ვიძახი, ქვეყნიდან უნდა გაგვეშვა. ის არის ძალიან დიდი საფრთხე. ამ მასშტაბის საფრთხე არც პატარა ქვეყანას, არც დიდს არ შეუძლია, აიტანოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენ ახლა ვართ დახურულ წრეში – გაღატაკებს, გაჩმორებს, ქვეყნიდან გაგდებს, ყოველ შემდეგ არჩევნებზე არის უფრო ნაკლები ამომრჩეველი და უფრო ღარიბი,“ – ეს განცახდება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ინტერესია, რომ საზოგადოება გაღარიბდეს და მმართველობის პერიოდი გაიხანგრძლივოს.

„ივანიშვილის ტექნოლოგია არის კლასიკური შუასაუკუნეების, რომ შენ ხარ მონა. იმიტომ, რომ გიჟი არ არის, იმიტომ, რომ ხეებს როცა თხრის და როცა ამას დემონსტრაციულად აკეთებს, გეუბნება, ნაგვები ხართ, ფეხებზე მკიდიხართ ბოლომდე. თბილისის ცენტრსაც წავიღებ, ბოლომდე დაგჩაგრავთ, დაგაჩმორებთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მისი მმართველობის სტილი ივანიშვილისას შეადარა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცდილობდა, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა.

„მე მინდოდა და მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდა თავისი თავის ღირსების და მართვის განცდა. რატომ გადავიტანეთ პარლამენტი ქუთაისში? გარდა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში არ შეიძლებამ ცენტრი არ გვქონდეს, თუ გინდა აფხაზეთის დაბრუნება, თუკი გვინდა, რომ არ დავკარგოთ აჭარა, სამეგრელო, დამატებით იმისა, რაც დავკარგეთ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს შემკვრელი ცენტრი და ეს შემკვრელი ცენტრი, რომელიც იზიდავს სოხუმს, ბათუმს, მთელ სამეგრელოს დაამაგრებს იქით მხარეს, ეს არის ქუთაისი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ საზოგადოებამ ყოველდღე იბრძოლოს და არჩევნებს არ დაელოდოს.

„უნდა გავარღვიოთ ეს დახურული წრე, ყოველ დღე უნდა ვცადოთ. ჩვენ თუ უბრალოდ ვთქვით, რომ 2020 წლის ოქტომბერს ველოდებით, ჰაერში აგვაგდებს და მოგვიგვარებს იმიტომ, რომ 2020-ში მოემზადება მთელი არტილერიით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ყველა იმ მებრძოლს გადაუგზავნეს ბესელიას კადრები, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ შედგენილ სიაში იმყოფება
შემდეგი სტატიაეკა გიგაური სააკაშვილს: აბა ჩვენ რა გავანადგურეთ კომისიაში რომ ვიყავით ?