საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ოპოზიციურ კანდიდატს აკრიტიკებს და ფეისბუქზე წერს:
“ერთმა „ოპოზიციურმა კანდიდატმა“, რომელსაც თავის დროზე მეცნიერული კომუნიზმის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული თქვა, რომ ის თურმე საქმეს აკეთებს და პოლიტპატიმრები კი ციხეში არიან წამოწოლილი.
ასეთ ცინიზმს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებამ. დაელაპარაკეთ ყველა თქვენს ნათესავს და ახლობელს – არავინ „არჩევნებზე“!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.















