15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი ახლო აღმოსავლეთში ომის განვითარების შესაძლო სცენარს აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ომის განვითარების შესაძლო სცენარი

ჯერ ერთი შევთანხმდეთ, რომ ირანული რეჟიმის დამარცხება ყველა ნორმალური ადამიანის ინტერესია.
1. საჰაერო დაბომბვები გაგრძელდება დაახლოებით 2 თვე. ამერიკა-ისრაელის ალიანსი გაანადგურებს რეჟიმის თანამდებობის პირებს და დაწესებულებებს. სამხედრო, პოლიციურ და ისლამის რევოლუციის გუშაგთა ძალების ბაზირების პუნქტებს, ბალისტიკურ და ბირთვული იარაღის შექმნის ინფრასტრუქტურების ნარჩენებს.
აქედან რამდენიმე დღეში შეტევით ოპერაციებს შეუერთდებიან ირანული შეტევებით შეწუხებული სპარსეთის ყურის ქვეყნები.
2. ირანი თავის მხრივ გადავა საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ეტაპზე. კერძოდ დაიწყებს კატარის, საუდის არაბეთის, ემირატების გაზის და ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებას. თავის დროზე კატარის ემირმა ამიხსნა, თუ რატომ ეჭირა ამერიკას და ირანს შორის ნეიტრალიტეტი – გაზია ერთადერთი რაც გაგვაჩნია და ირანს ადვილად შეუძლია მათი განადგურება. ხოდა ახლა კატარის კოშმარი დიდი ალბათობით ახდება.
გარდა ამისა ირანელები დაიწყებენ ტერორისტული აქტების ორგანიზებას ევროპაში და ამერიკაში. არ არის გამორიცხული, რომ გამოიყენონ “ბინძური ბომბი” – რადიაციული ნივთიერებების გაბნევა დიდ ტერიტორიაზე.
3 დაიწყება დევნითა მასობრივი გადინება, თურქეთის გავლით ევროპაში და სომხეთის გავლით საქართველოში.

4. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ იქნება პაუზა და რამდენიმე კვირაში დაიწყება მასობრივი გამოსვლები, რაც გადაიზრდება სამოქალაქო ომში და ეს დამთავრდება რეჟიმის ცვლილებით.

banner
წინა სტატიაშივახუშტი მენაბდე: რეჟიმმა მიიღო კანონი, რომლითაც დაისჯები თუ “ოცნება” არალეგიტიმურად მიგაჩნია
შემდეგი სტატიაერაყმა თურქეთის მიმართულებით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა – მიზეზი