მიხეილ სააკაშვილი: ახალაიები არ დაბრუნდებიან

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინდელი facebook-live-ის მიმდინარეობისას ჰკითხეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, “თუ დაბრუნდებიან ძმები ახალაიები”, რაც სააკაშვილმა გამორიცხა.

“მე მიმაჩნია, რომ ახალ მთავრობაში არცერთი ძველი თანამდებობის პირი თავის კაბინეტში არ უნდა დაბრუნდეს. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია”, – თქვა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირიდან ათობით ათას ავღანელს გაადეპორტებენ