“ტრამპი თაუერის” თბილისში აშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
“2012 წელს დონალდ ტრამპმა დაიწყო ტრამპის კოშკის მშენებლობა ბათუმში.
2013-ში ივანიშვილმა მშენებლობა შეაჩერა, ამასობაში აზერბაიჯანმა დაინახა ყველაფერი ეს და 2013-ში უსწრაფესად ააშენა Trump Tower ბაქოში.
შემთხვევითი სულაც არაა, რომ ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებით კეთილგანწყობილია აზერბაიჯანის მიმართ.
აი, ვინ დაასრულა საქართველოს აღმშენებლობა”,_ წერს სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის ვიდეოს აქვეყნებს.

















