25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: აი, რით უნდა იყოს ოპოზიცია დაკავებული, ზოგადი საუბრის ნაცვლად — ხალხი ყველგან მიტოვებულად გრძნობს თავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ქართულ ოპოზიციას აკრიტიკებს და მოუწოდებს, ზოგადი განცხადებების ნაცვლად, რეგიონებში მოსახლეობის კონკრეტული პრობლემებით დაინტერესდნენ. მაგალითად მას სოფელ ყიზილაჯლოში შექმნილი მძიმე ვითარება მოჰყავს, სადაც ადგილობრივები ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილები, პოლიტიკოსები კი ამ საკითხით არ ინტერესდებიან.

“აი რით უნდა იყოს ოპოზიცია დაკავებული, ზოგადი საუბრის ნაცვლად. კონკრეტული სოფლის პრობლემა, რომლითაც ჩემამდე გარეთ მყოფი პოლიტიკოსები არ დაინტერესებულან და ხალხი ყველგან მიტოვებულად გრძნობს თავს.

სოფელ ყიზილაჯლოში ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზზე მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ:

შპს „მამედგაზის“ ხელმძღვანელი ნარიმან ალახვერდიევი აცხადებს, რომ გაზი გათიშულია „SOCAR Gas Export-Import“-თან ფინანსური დავის გამო. მისი თქმით, კომპანია არ ეთანხმება გაზრდილ ფასებს და დამატებით დარიცხულ თანხებს არ იხდის.

სემეკის განცხადებით, ყიზილაჯლოში მოსახლეობისთვის დადგენილი ტარიფი 47 თეთრია, თუმცა „მამედი“ მომხმარებლებს 57 თეთრს ახდევინებს. ასევე, კომისიის ინფორმაციით, კომპანიას სოციალური გაზის შესყიდვაზე დაგროვილი დავალიანება აქვს.

SOCAR-ი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სოციალური გაზის ტარიფებს თავად არ ადგენს, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასებს ასრულებს.

SOCAR-ის ინფორმაციით, „მამედმა“ წლების განმავლობაში სრულად არ გადაიხადა გაზის საფასური, რის შედეგადაც დაგროვდა დავალიანება და ამიტომ შეუჩერდა გაზის მიწოდება.

ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს როგორც სემეკში, ასევე შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში, მაგრამ უსაშველოდ იწელება.

ამ დროისთვის მთავარი დაზარალებული ყიზილაჯლოს მოსახლეობაა, რომელიც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა და უკვე კარგა ხანია აქვს განცდა, რომ მათი ამბავი არავის აინტერესებს”,_ წერს სააკაშვილი.
banner
წინა სტატიაში“4 წლის განმავლობაში სად იყო გამოძიება?”- მიქელაძე პოლიციელთა მხრიდან წამების კადრებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას სთხოვს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას გმობს და 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშის საგანგაშო მიგნებებს ასაჯაროებს