13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია.

დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.

არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.

ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას.

banner
წინა სტატიაში“ოცნებაში” საქართველოს OGP-დან გარიცხვაზე კომენტარი გაკეთდა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს