მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესის

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “დოიჩე ველეს” ჟურნალისტისთვის ჯანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი მიზანია უკრაინაში პოლიტიკური კლასის მთლიანად შეცვლა.

“როდესაც პრეზიდენტმა პოროშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შემომთავაზა, მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ამბიციები პრემიერის პოსტზე გაცილებით მაღალია. მან მკითხა – შენ გინდა პრეზიდენტობა? მე ვუთხარი, რომ ამბიციები უფრო მაღალია. მე მინდა პოლიტიკური თამაშის წესების მთლიანად შეცვლა, პოლიტიკური კლასის სრულად შეცვლა. ეს არის უმაღლესი ამბიცია. მე მინდა ვიყო ამ პროცესის ნაწილი, რომ უკრაინამ მიიღოს ახალი პოლიტიკური კლასი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის აზრით, უკრაინაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კლასს ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია, მან საკუთარი თავი ამოწურა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, არსებობს რისკი, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაიძირო

banner
წინა სტატიაშიდიმა ბიძინაშვილი: „თბილისის მერია დაგვცინის!“
შემდეგი სტატიაკვიციანი: ნდობის ჯგუფში შესვლა არ მომწონს, რადგან „შეკვეთები“ არ მაინტერესებს