მიხეილ სააკაშვილი – 43%, რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ?

ძალიან მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, რომ პირველად „ქრთულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად აღიარა, რომ შესაძლებელია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა მიშელის ახალ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. უნდა ჩატარდეს, რადგან წინა არჩევნები იქნა მოპარული და გაყალბებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, რომ ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, ამასთან დაკავშირებით სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არა, ვთქვათ, 50.

„აქ დეტალებშია ეშმაკი. რა არის მთავარი დეტალები. გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არ არის 50 პროცენტი. თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43 პროცენტი რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ? რატომ 43 და არა 50 პროცენტი. ეს საკითხი ჩემთვის არის კითხვა. 43 პროცენტი ვინ უნდა დაითვალოს? როგორც დოკუმენტში წერია, რვა პროფესიულ წევრს ნიშნავს ცესკო, ეს რვავე წევრი იქნება „ქართული ოცნების“ წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მეგრელიშვილი – საკანონმდებლო ორგანო იქნება „გირჩის“ სამეფო
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი“ – ვთვლით, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ დოკუმენტს