20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: 26 მაისის აქცია ყველა ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული შეკრება პარტიული და უპარტიო მოქალაქეების მხარდაჭერას იმსახურებს.

სააკაშვილის განმარტებით, მიმდინარე პროცესების წინააღმდეგობისთვის აუცილებელია ერთობა, მიუხედავად კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიებისა.

„მეც ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ როცა საქმე სახალხო გამოვლინებას ეხება, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ“, — ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მომავალშიც გააგრძელებს საკუთარი პოზიციების საჯაროდ და ხმამაღლა გამოთქმას.

banner
წინა სტატიაშიუხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს