მიხეილ სააკაშვილი – მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დინგში მოარტყან ამ მთავრობას

მიხეილ სააკაშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს დაიცვან საკუთარი უფლებები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მცირე ბიზნესისთვის დენის გადასახადის 12-დან 32 თეთრამდე გაძვირება პატარა საწარმოების, რესტორნების, საამქროების სრულ გაკოტრებას გამოიწვევს და არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გაძვირება სწორედ ივანიშვილის კერძო ინტერესებმა გამოიწვია:

“ისეა თავგასული რომ მიაჩნია, წინააღმდეგობა მაინც არ იქნება თქვენგან და მაინც გაუვა ეს ყველაფერი. მე მინდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მოვუწოდო, დაიცვან თავისი უფლებები, დინგში მოარტყან ამ მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლომდე გადაგივლიან და გაგყრიან მაგ ქვეყნიდან” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – 537 ახალი შემთხვევა მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ,,ძალიან შეშლია, ბატონ ბორელს”