მიხეილ რამიშვილი შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას გაეცნო

პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საგამოძიებო უწყება დატოვეს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებამ ადვოკატების მოთხოვნა გაუთქმელობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მიხეილ რამიშვილის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას გაეცნო. „ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის ჩვენებები, ორი ჩვენება, პირდაპირ უთითებს იმას, რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, გონიერება თუ ეყოფათ, საქმე უნდა შეწყვიტონ,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილის მიმართ მამა გიორგი მამალაძეს არანაირი ანგარება არ ამოძრავებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის რაიმე საკითხზე კამათი არ უნდა ნიშნავდეს დაპირისპირებას. მიხეილ რამიშვილი „დაგეგმილ საქმეს” უწოდებს ე.წ. ციანიდის საკითხს.

„გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელიც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს არათუ რამე გარკვეულ პრობლემას ემსახურება და არსებულ პრობლემას საპატრიარქოში, მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცოტა არაპროფესიონალურად, მაგრამ ცოტა დაგეგმილს ჰგავს,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობაც კოსტავას 68-ში აშენდება
შემდეგი სტატიაბრაიზა – „რუსთავი 2“–ზე: “ეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს იმიჯისთვის მიყენებული დარტყმაა“