მიხეილ მაჭავარიანი: სიმბოლურია, რომ ივანიშვილის საყვარელი მინისტრი ხადურია

ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვილთაც ყოფილმა პრემიერმა ნოდარ ხადურს წარმატებული მინისტრი უწოდა.

„სიმბოლურია, რომ ივანიშვილის საყვარელი მინისტრი ხადურია, საყვარელი ქალაქის მერი ნარმანია და პარლამენტში საყვარელი ხალხი ბესელია, კობახიძე, ძიძიგური და ა.შ

ხადურის ფინანასთა მინისტრობამ რა შედეგი მოიტანა ციფრებით დაგისაბუთებთ. 2013 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაკარგა 730 მილიონი ლარი. იმის გამო, რომ საქართველო გეგმით არ ვითარდებოდა, როგორც ჩვენ გვქონდა დამტკიცებული 2012 წელს საქართველომ დაკარგა 8 მილიარდი ლარი.

საქართველოს ეკონომიკა 2 მილიარდით შემცირდა, ვალები გაიზარდა. ექსპორტი 2011 წელზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს და რუსეთის ეგრეთ წოდებული ბაზარი გახსნილია.

8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს, ხადურს და ნარმანიას უფასო შვებულებაში გაუშვებს.“- განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაბაგრატის ტაძრის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს