მიხეილ მაჭავარიანი: სამწუხაროდ მთავრობა ისევ აცდენილია რეალობას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერის ანგარიშში, რომელიც მან მთავრობას წარუდგინა, სამომავლო გეგმებზე არაფერი იყო ნათქვამი.

„სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ისევ იმედგაცრუებულები იქნებიან, რადგან ისინი ელოდნენ, რომ მთავრობა მომავალზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრებდა, თუმცა ჩვენი პრემიერი ისევ ბაქიბუქობს და წარსულზე საუბრობს.

ციფრებით გეტყვით როგორია წინა წლებთან შედარებით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა – 2012 წელს თუ საქართველოს ეკონომიკის ფასი 16 მილიარდი დოლარი იყო, დღეს ის 14 მილიარდ დოლარს შეადგენს. საგარეო ვალი გაიზარდა მილიარდ 200 მილიონი დოლარით.

საუბარი იმაზე რომ ერთერთი მთავარი პროექტი ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზა და ანაკლიის პორტი, თქვენ გახსოვთ, ამ მთავრობის უნიათობის გამოა, რომ ისინი ჯერ ამოქმეებული არაა. სამწუხაროდ მთავრობა ისევ აცდენილია რეალობას. და ნაცვლად იმისა წინსვლაზე იფიქროს, ის თავის თავის მოწონებითაა დაკავებული.“-განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ნაძვის ხის უკანონო რეალიზაციისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატია“არ მგონია, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია”