მიხეილ მაჭავარიანი: „ქართულ ოცნებაში“ იმაზე ბევრი „ნაციონალია“, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა „ახალ თაობასთან“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცეზებზე ისაუბრა.

მაჭავარიანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარებიდან გაცილებით მეტი იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარებიდან გაცილებით მეტი იყო ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მოქმედი მაჟორიტარები ცნობადი სახეები არიან და მათ შესახებ იმიტომაც იცის ხალხმა ყველაფერი. არაცნობადებიდანაც ბევრი იყო ჩვენთან. მაგალითად, გორში წარდგენილი კანდიდატი მაკრახიძე. როგორც ჩანს, „ოცნებამ“ ისეთ ხალხზე გააკეთა აქცენტი, რომლებიც ამ არჩევნებისთვის დახარჯავენ ფულს. სწორედ ამიტომ აპირებენ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარად გოჩა ენუქიძის დასახელებას. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2008 წელს შემოვიდა. მაშინ საკმაოდ ცუდ დღეში ვიყავით და იმ პერიოდში გადაწყვიტა ჩვენთან ყოფნა.
აქტიური „ნაციონალი იყო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი. ის 2012 წელს ჩვენი საარჩევნო შტაბის ძალიან აქტიური წევრი იყო.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ოცნებას“ პარლამენტში საქმის გამკეთებელი ხალხი სულაც არ სჭირდება. მათი მთავარი მიზანია, ახალ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდნენ. მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებენ. იმისიც კი არ რცხვენიათ, რომ მაჟორიტარად ედურად შევარდნაძის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურა დააყენეს”-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა
შემდეგი სტატიაvideo 28 წლის ქართველი ბიზნესმენის ნატურალურმა წვენმა ბრიტანეთი აღაფრთოვანა