ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრს, პოლიტიკურ ხემძღვანელობასა და პროკურატურას არ აქვს პოლიტიკური ნება.
„ის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე რეაგირება არ ხდება, პირდაპირ მიანიშნებს, რომ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და პროკურატურას პოლიტიკური ნება არ აქვს. მათ პირდაპირ იციან, რომ რუსთავი ორის საქმით დაინტერესებულია სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ისინი აღიქვამენ, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება სწორედ იმიტომ, რომ ის გეგმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რუსთავი ორის ხელში ჩასაგდებად აქვს, განახორციელოს. სწორედ ამიტომ, პრემიერ მინისტრის, პროკურატურისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არ ხდება რეაგირება იმ ფაქტებზე, რომლებზეც საუბრობს გიორგი პაპუაშვილი“,-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.