მიხეილ მაჭავარიანი: პარლამენტი აქაც ასრულებს ივანიშვილის ნებას

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, „რუსთავი 2“-ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების მოთხოვნის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
როგორც დეპუტატი ამბობს, ამით ხელისუფლებას სურს, რომ „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელთან დაკავაშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებით გამოცხადდეს.

„სამწუხაროდ, პარლამენტი აქაც ასრულებს ივანიშვილის ნებას და ისინი ცდილობენ პროცესი გააჯანჯლონ, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცევს უსამართლო და გაუგებარ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიზირებული მოსამართლეა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ „მეტი ნატო საქართველოში“ ფაქტია
შემდეგი სტატიაჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-19 საუკუნის ნაგებობა პირვანდელი სახით აღდგება