მიხეილ მაჭავარიანი – “ნაციონალური მოძრაობა” ახალ, გამოცდილ ადამიანებს ეძებს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

“ნაციონალური მოძრაობა” ახალ, გამოცდილ ადამიანებს ეძებს და ჩვენი კარი ღიაა ქალისთვისაც და კაცისთვისაც, – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის რჩევის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პარტიას მოუწოდებს, საარჩევნო სიის 50% ქალებით დააკომპლექტოს.
ამ მიმართულებით ე.წ. კვოტირების შემოღებას და ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარს არ უჭერს, თუმცა, მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის 30% ქალებისგან შედგებოდა.

“უნდა იცოდეს ყველამ – ქალმაც და კაცმაც, “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ჩაკეტილი ორგანიზაცია, რაღაც სექტა, რომელში შესვლა არავის შეუძლია. პირიქით, ჩვენ ვეძებთ ახალ სახეებს, გამოცდილ ადამიანებს, რომელიც თავისი ყოფნით “ნაციონალურ მოძრაობას” დამატებით იმპულსს მისცემს, რომ ქვეყანაში საქმე წავიდეს წინ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ასეთი ადამიანები საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“თბილსერვის ჯგუფმა” სამებაში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დააჯილდოვა