მიხეილ მაჭავარიანი: გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც ენმ-ს განახლებულ საარჩევნო სიაში განიხილებიან. მაჭავარიანის თქმით პარტია ისეთ ადამიანებს ეძებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გაყვებიან.
მისის თქმით, პარტიის განახლებულ საარჩევნო სიაში ზაზა ბიბილაშვილის, ოთარ კახიძის, გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშის, ასევე ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება.

”მათთან მოლაპარაკებას პირადად არ ვაწარმოებ, თუმცა პარტია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში იქნება, მთავარია, ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაერთოს. ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყვებიან”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა დააკავეს
შემდეგი სტატიაკიდე ერთი საკადრო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში