მიხეილ მაჭავარიანი : დავით თარხან-მოურავს გენიალოგიის თვალსაზრისით გაცილებით უკეთესად გამოდის კვლევები

დავით თარხან-მოურავს გენიალოგიის თვალსაზრისით გაცილებით უკეთესად გამოდის კვლევები და გააგრძელოს ამ მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული ეჭვები, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მიღებულ ნახევარ მილიონიან მხარდაჭერას, მას შეუძლია ეს ყველაფერი გამოიკვილიოს, თუმცა გენიალოგიის თვალსაზრისით გაცილებით უკეთესად გამოდის კვლევები და გააგრძელოს ამ მიმართულებით. ფორმულაზე ეტყობა ფილმი ნახა, გახსოვთ ასეთი ფილმი ფორმულაზე? ჩემთვის ძალიან შორს არის წასული ბატონი დავითი ამ მიმართულებით, ვერ დავეწევი, რა ფორმულა, რის ფორმულა?? იცით, ძალიან მარტივი ფორმულაა, იცით ადგილები პარლამენტში როგორ ითვლება? კანონში წერია მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება პროპორციულ სიაში ადგილებზე და იყოფა ბარიერ გადალახულ პარტიებზე , მე გავშიფრე ფორმულა”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს შეუძლია კანონში წაიკითხოს, რა ფორმულით ხვდება არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიის წევრები პარლამენტში.

„უმარტივესი ფორმულაა თქვენც შეგიძლიათ დაითვალოთ რამდენია, მიღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხმა გაამრავლეთ 77 ზე, რადგან 77 ადგილია და უფრო მარტივი რომ იყოს ბატონი დავითისთვის გაამრავლეთ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და ჩვენთვის საეჭვოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მიღებულ ხმების რაოდენობა. ბატონ თარხან მოურავის მიღებული 6 მანდატი ეს არის ჩვენს მიერ მიღებული კონსტიტუციით, მათ რომ არ მოსწონთ. იქ ჩავწერეთ, რომ ექვსი მანდატი აქვს და ეს ექვსი კაცი ქმნის ფრაქციას, ავტომუტურად, რომ ბარიერ გადალახულ პარტიას ჰქონოდა ფრაქცია“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის რაიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაკოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება