ხვალ დილით თბილისიდან წამოვა დატვირთული მანქანა, პროჟექტორებით, გენერატორებით და სპეცაღჭურვილობებით, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ავრცელებს.
მისი განმარტებით, აღნიშნული ტექნიკა სააგენტოს სხვადასხვა კომპანიამ გადასცა.
„მოგესალმებით მეგობრებო. დღეში ორჯერ ავდივარ შოვში, მაშველებთან და ჯარისკაცებთან მაქვს იმ მომენტისთვის კრიტიკული საჭიროებები. საკვებ-სასმელის საჭიროება არ არის, ყველაფერი უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მიერ. წითელი ჯვარიც მობილიზებულია. ხვალ დილით თბილისიდან წამოვა დატვირთული მანქანა, პროჟექტორებით, გენერატორებით და სპეცაღჭურვილობებით, რომლებიც რამდენიმე კომპანიამ გადმოგვცა. ეს არის ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ, თუ ვინმეს მსგავსი ტექნიკის გაგზავნა სურს, გაგვაგებინეთ“, – აცხადებს მიხეილ ხიდურელი.