13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის გადაეცათ.

საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის  ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები: ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე;  ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას პირადი მწვრთნელი პაველ სლიუსარენკო, ნიკა ეგაძის პირადი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძე, ა(ა)იპ – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ააიპ – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წევრი, ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: ირაკლი კობახიძის განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ
შემდეგი სტატიაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებს ხვდება