მიხეილ ყაველაშვილმა რეგგარეშე სესია მოიწვია.
ამ თხოვნით მას შალვა პაპუაშვილმა მიმართა. საქმე ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“ სამშაბათს და ოთხშაბათს დაჩქარებული წესით აპირებს ჩანაცვლებით თერაპიასთან და ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობის ინიციატივის განხილვას.
სავარაუდოდ, ამავე კვირაში გადაწყდება, შეუწყვეტენ თუ არა მანდატებს გახარიას პარტიის წევრებს.