“მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო. ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”, – ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი მიჰაუ შჩერბა X-ზე წერს.
“სალომე ზურაბიშვილი არის და დარჩება საქართველოს პრეზიდენტად. ევროპარლამენტი არ ცნობს არასამართლიან არჩევნებში არჩეულ “პარლამენტს”. მკაფიო პოზიცია გამოხატულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მაშასადამე, ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ ცნობენ მისი მონაწილეობით რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ე.წ. “საარჩევნო კოლეგიის” [ხმოსნების] უკანონო შედეგებს. მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო. ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარტნიორი ევროკავშირისთვის”, – წერს შჩერბა.