21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მიხეილ ყაველაშვილი: პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლიციელების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

ყაველაშვილმა თითოეულ პოლიციელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შრომა კანონის უზენაესობის მთავარი საყრდენია:

„მსურს, განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს — ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს, მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, სამართალდამცავების მაღალი პროფესიული სტანდარტი საზოგადოებაში სტაბილურობის განცდას აჩენს და ქვეყნისთვის სამაგალითოა:

„პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა“, — აღნიშნა ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან იცავს
შემდეგი სტატიაშს მინისტრი გორში მომხდარ ძალადობაზე: ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა