10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

მიხეილ ყაველაშვილი: პატრიარქი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რთული მდგომარეობაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში  პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს, დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ლიბანსა და ირანზე ავიაიერიშები განახორციელა
შემდეგი სტატიათავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა “დაზვერვის სააგენტოს შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა