მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას: ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით, ვერ აიცილებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩაიდინეთ

„სხდომაზე გამომსვლელი ოპოზიციონერები სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ, მიგრაციასა და ფასებზე დაიწყეს საუბარი. ძალას, რომელიც შემიძლია ნაციონალისტურ- სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას შევადარო, როდესაც ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: გირგვლიანი გაუგიათ? რობაქიძე გაუგიათ? ასობით ახალგაზრდა რომ ჩაცხრილეს ქუჩაში იციან? 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი, რომელთაგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამათთან როგორ შეიძლება მორალზე საუბარი?!“ – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პარტიის გასამართლება მოხდეს.

„ ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით. რომ გამოეყავით „ნაციონალებს“ გგონიათ აირიდებთ პასუხისმგებლობას? ვერ აირიდებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩაიდინეთ. გასამართლება აუცილებლად მოხდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის დღეს საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული როლი აქვს – გიორგი ჩაკვეტაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა