მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებს -სამართლებრივი შესაბამისობის სამსახურის ხელძღვანელს, ემილიანო სიმონელსა და მთავრობებსა და ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოებთან ურთიერთობების სამსახური ხელმძღვანელს, ოლიმპია კარავასილისს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსთან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მოამზადებს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბრამდე დაამტკიცებს. მიხეილ ყაველაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში კომიტეტის ჩართულობაზე მზაობა გამოთქვა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ანტიდოპინგური პოლიტიკის დღის წესრიგზე და იმ საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს, რომლებიც დოპინგის საკითხებს არეგულირებს.

WADA-ს ექპერტთა ჯგუფი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჯგუფმა „საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს“ საქმიანობა და სახელმწიფო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი შეაფასა და ქართული მხარისთვის რეკომენდაციები და მათი შესრულების ვადები განსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა